saqarTvelos karsti - koxtas karstruli Wa

 

კასტრული წარმონაქმნი არაბიკის მასივზე მთა ხირკის დასავლეთით, მდინარე ბზიფის აუზში. გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2380 მ-ზე. ჭა გამომუშავებულია იურულ ცარცულ შრეებრივ კირქვებში. ჭის თაღური შესასვლელი ღრმა ძაბრის სამხრეთი მხარის ჩამოკვეთილ ფერდზეა გაჩენილი. შესასვლელთან, ფსკერის აღმოსავლეთ კუთხეში იხსნება შვეულკედლებიანი ჭა, რომლის სიღრმე 51 მ უდრის. არის ნაზვავი, თოვლისა და ფირნის ლაქები. ჰავა სტატიურია. მშრალია, წყალი იჟონება მხოლოდ წვიმებისა და თოვლდნობის პერიოდში.

საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი.